”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებში მონაწილეობა 992 712-მა ამომრჩეველმა მიიღო

download   ცესკოს სპიკერის, ეკა აზარაშვილის განცხადებით 15:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით,   992 712-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 28.94 %-ია.  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა  32% იყო.

ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა 16:00 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ასევე განაცხდა,  რომ არჩევნების ჩაშლის გამო ზუგდიდის საარჩევნო ოლქის, ანაკლიის 32-ე უბანზე ხელახალი კენჭისყრა კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდება.

ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ცესკო 17:30 საათზე გამოაცხადებს.

Information

This entry was posted on 15/06/2014 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე