”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

104 წლის სონია დოშოიანმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

gadasatani yuti sonia.avi_000428840    ახალციხის #32–ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულმა უხუცესმა ქალბატონმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.  104 წლის სონია დოშოიანმა ხმა თამარაშვილის ქუჩის 7 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცა.  მან მხოლოდ ხელის მოწერა შეძლო. არჩევანის გაკეთებაში ხანდაზმულ ქალბატონს შვილი დაეხმარა.

“ყველაზე მხცოვანი ამომრჩეველი გვყავს. თვითონ ვერ შეძლო არჩევანის გაკეთება და თავისი 78 წლის შვილი დაეხმარა” –  აღნიშნა კომისიის წევრმა.

ცისანა დიაკონაშვილის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შენიშვნების წიგნში შეიტანენ, სადაც განმარტებული იქნება, თუ რატომ ვერ შეძლო ამომრჩეველმა ხმის მიცემა დამოუკიდებლად.

32–ე უბანზე გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმას 17 ამომრჩველი აძლევს. ერთიან სიაში უბანზე 1048  ამომრჩეველია, სპეციალურ სიაში – 7.

Information

This entry was posted on 15/06/2014 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე