საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატებმა. ,,ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატი ოლეგ ძოწენიძე სხვილისის 34–ე უბანზე დღის პირველ ნახევარში გამოცხადდა. ,,ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხმა ახალციხის მე–2 უბანზე მისცა. ,,დავით თარხან მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი მამუკა გოგოლაძე ახალციხის მუნიციპალიტეტში არ არის რეგისტრირებული, შესაბამისად, ხმას თბილისში აძლევს. ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატმა ბახვა გელაშვილმა კომენტარზე უარი მოუცლელობის გამო თქვა. ,,ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა მელიქიძემ კი ,,მე–9 არხთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.