”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სხვილისის #34–ე უბანზე მარკირებას საჩვენებელ თითზე უკეთებენ

kdfjgklgj   სხვილისის 34–ე უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს მარკირება საჩვენებელ თითზე გაუკეთა. ფაქტი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომელმაც შესაბამისი საჩივარი დაწერა. საჩივარში მოითხოვა, რომ ხმის მიცემა კანონის დაცვით მოხდეს და რეგისტრატორმა ამომრჩეველს მარკირება ცერა თითზე გაუკეთოს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ აღნიშნული დარღვევით, ხმა შესაძლოა სხვა ამომრჩევლებმაც მისცეს.

საუბნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ პაპიძე ირწმუნება, რომ აღნიშნულ შემთხვევაში კანონდარღვევა არ ყოფილა, რადგან საარჩევნო კოდექსის 64–ე მუხლის შესაბამისად ამომრჩეველს, შეიძლება გაუკეთდეს მარკირება, როგორც ცერა, ასევე საჩვენებელ თითზეც.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელის განმარტებით კი ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ ამომრჩეველს ცერა თითი არ აქვს. გულნაზი პაპიძეს, რომელსაც მარკირება საჩვენებლ თითზე გაუკეთდა, ეს პობლემა არ ჰქონდა.

Information

This entry was posted on 15/06/2014 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე