”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საოლქომ ოლეგ სანდროშვილის მეუღლის საჩივარი დააკმაყოფილა

;'l'l,l,,,,,     „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის“ წარმომადგენელის საჩივარი #37–ე საოქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა. ნინო ბაღდოშვილის განცხადების მიხედვით,  „ქართული ოცნების წარმომადგენელი   ნაირა სამსონიძე 30–ე უბანზე პარტიის დამკვირვებლისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის”  წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა, რაც კანონმდებლობით დაუშვებელია.

საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, ნაირა სამსონიძეს არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლის პოზიცია ჩამოერთვა.

სამსონიძე ირწმუნება, რომ გაუგებრობა მოხდა და მას არასამთავრობო ორგანიზაციამ აკრედიტაცია მასთან შეთანხმების გარეშე გაუკეთა.

ნინო ბაღდოშვილი მოითხოვს, რომ აღნიშნულ პიროვნებას ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისროს.

Information

This entry was posted on 15/06/2014 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე