“სამართლიანმა არჩევნებმა” ახალციხეში 2 დარღვევა დააფიქსირა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 17:00 საათის მონაცემებით, ახალციხეში 2 დარღვევა გამოავლინა. ანგარიშიც მიხედვით, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის 1 ფაქტი დაფიქსირდა ახალციხის #6 საარჩევნო უბანზე, ხოლო ბიულეტენის არ დამოწმების ერთი შემთხვევა ახალციხის #8 უბანზე;
17:00 საათისთვის, ,,სამართლიანი არჩევნების’’ ინფორმაციით, ახალციხეში ამომარჩეველთა 33% დაფიქსირდა.
,,სამართლიანი არჩევნების’’ PVT მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 34.4% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 6%-ით დაბალია 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობასთან (40.4%) შედარებით.
“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება 21:30 საათზე გამოქვეყნდება.
გაუზიარე ეს მასალა სხვებს:
You must be logged in to post a comment.