”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მცირე ინცინდენტი მოხდა #21–ე სხვილისის უბანზე

fffff  მცირე ინცინდენტი მოხდა სხვილისის 21–ე უბანში, სადაც ,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი დიანა მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ ერთ–ერთ ამომრჩეველს ფანრის დაშუქებისას მარკირება არ ემჩნეოდა. დამკვირვებელი ამბობს, რომ სითხე ვადაგასული იყო. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო და მომხდარი დაადასტურა კომისიის ერთ–ერთმა წევრმაც. როზა სარქისიანი ირწმუნება, რომ ფანრის დანათებისას, ერთ პირს მარკირება არ დაუფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ მან კენჭისყრის ყველა პროცედურა გაიარა.

ამ შემთხვევამდე მარკირების პროცედურა 300–მდე ადამიანს ჰქონდა გავლილი. ინცინდენტის შემდეგ კი მსგავს ფაქტს ადგილი აღარ ჰქონია, რის გამოც დამკვირვებელმა საჩივარი აღარ დაწერა.

Information

This entry was posted on 15/06/2014 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე