ბოლო მონაცემებით, #40-ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქში მოსახლეობის აქტვობამ 48,6% შეადგინა, რაც დაახლოებით 18 474 ამომრჩეველია. როგორც ოლქში განმარტავენ, მთელი დღის განმავლობაში მათთან საჩივარი არ შესულა. თუმცა #10–ე სოფელ ვარევნის უბანზე ინციდენტი დაფიქსირდა. სოფლის რწმუნებულსა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამასთან დაკავშირებით #10-ე უბანზე სამართალდამცავთა გამოძახება გახდა საჭირო.