ასპინძის მუნიციპალიტეტში 15:00 საათამდე არჩევნებზე 4 814 ამომრჩეველი მივიდა, რომლის პროცენტული მაჩვენებელიც ასე გამოიყურება: 49,58 %.
#39–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მოცემულ დრომდე ოლქში საჩივარი არ შესულა. როსტომ მაგრაქველიძე ირწმუნება, რომ არჩევნები მუნიციპალიტეტში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, გაფრთხილება მიიღო “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” გამგებლობის კანდიდატმა გელა ლეკიშვილმა, რომელსაც სურდა, რომ კენჭისყრის პროცესს დაკვირვებოდა. აღნიშნული კანონმდებლობით აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში ერთიან საარჩევნო სიაში 9 710 ამომრჩეველია რეგისტრირებული
You must be logged in to post a comment.