ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ბრუცელოზი კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა. როგორც სოფლის ექთანი განმარტავს ორივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ბრუცელოზის შინაურ ცხოველში გავრცელების ფაქტებს, მიმდინარე წელს დაავადება სამ სოფელში დაფიქსირდა: ოშორაში — 77, ივერიაში — 4 და რუსთავში — 18 შემთხვევა. ვეტერინარები განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ახალი შემთხვევა გამოვლენილი არ არის.