აჭარის მთავრმა პროკურატურამ „ტელეარხ 25“ –ის ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის განცხადების საფუძველზე საქმის შესწავლა დაიწყო. პროკურატურის პრესსამსახურის განმარტებით, ამ ეტაპზე გამოძიება ვერ დაიწყებოდა, რადგან ჯერ განცხადებებში აღწერილი ფაქტების შესწავლა მიმდინარეობს. დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში კი პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს.