სამცხე– ჯავახეთში მენინგიტის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამცხე– ჯავახეთში მენინგიტის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 2 ახალციხეში და 4 ბორჯომში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათ ვირუსული ინფექცია თბილისში დაუდასტურდათ. პაციენტების მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.