თურქეთის მხრიდან საბაჟო გამშვები პუნქტის “ვალეს” ტერიტორიაზე შემოსულ ირანის მოქალაქე ჰ.ჯ.-ს დათვალიერების შედეგად ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები აღმოაჩნდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კერძოდ, ირანის მოქალაქეს 5 აბი TRAMADOL და 33 აბი CODEINE ჰქონდა.
ამასთან, 28 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CODEINE მებაჟე ოფიცრებმა 8 ივნისს “ვალეს” ტერიტორიაზე შემოსული ირანის მოქალაქე ჯ.გ.-ის ბარგის დათვალიერების დროსაც აღმოაჩინეს.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა.
You must be logged in to post a comment.