”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ანსამბლ „მესხეთი“ –ს ვარსკვლავი გაიხსნება

10320400_1454504254792202_3503783753920340529_n    ახალციხეში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთი“ –ს ვარსკვლავი გაიხსნება – ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირის ოლეგ სანდროშვილის განმარტებით, „მესხეთს“ დაარსებიდან  60 წლის იუბილე შეუსრულდა. გარდა ამისა, ხალხური სიმღერების ანსამბლმა ახალციხე არაერთხელ ასახელა და ქალაქის კულტურულ ისტორიაში გარკვეული წვლილი შეიტანა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ანსამბლ „მესხეთის“ ვარსკვლავის გახსნა  ციხის კომპლექსში, ახალციხელობის სახალხო დღესასწაულზე 30 ივნისს იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5000 ლარი დაიხარჯება, რომელიც ვარსკვლავის დამონტაჟებასა და ფოიერვერკისათვის დაიხარჯება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე