”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის შეხვედრა ახალციხის უძველეს უბანში

„ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქალაქში  რამდენიმე ქუჩაზე შეხვედრა გამართა. ახალციხის უძველეს უბანში რაბათში გიორგი კოპაძემ უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  მამუკა მიქელაძე ადგილობრივებს წარუდგინა.  ჩიფსების ქარხნისა და ახალი ბინების მშენებლობა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან, საკანალიზაციო და სასმელი  წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ტურიზმის განვითარება რაბათში, ახალციხის ციხის კომპლექსში ადგილობრივებისათვის უფასო  ბილეთები – ეს იმ გეგმის ნაწილია, რომლის განხორციელებასაც „ქართული ოცნება“ რაბათელებისა და ახალციხელებისთვის აპირებს.

 

Information

This entry was posted on 08/06/2014 by in არჩევნები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე