მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა. ტურნირმა სტარტი მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე აიღო. ფესტივალის საზეიმო ცერემონიალს ახალციხეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი დაესწრო. ჩემპიონატში მონაწილეობა, როგორც საქართველოს, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმაც მიიღეს.