“ერთად ვიზრუნოთ ახალციხეზე” – დასუფთავების აქცია “ქართული ოცნების” ორგანიზებით
“ერთად ვიზრუნოთ ახალციხეზე” – ამ სლოგანით კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დღეს ახალციხეში დასუფთავების აქცია მოაწყეს. ახალგაზრდული ფრთის წევრებმა გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.