”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ დვირში სტიქიას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა

55 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში სტიქიას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე საკირულამ მურმან ლომსაძის ეზოს ნაწილი წაიღო, რა დროსაც წყალმა ისიც იმსხვერპლა.
მდინარე საკირულამ ასევე დააზიანა ადგილობივთა საკარმიდამო ნაკვეთები და გზებიც. ძირითადად დაზარალნენ დგვარის, საკირეს, დვირისა და ტაძრისის მცხოვრებლები.

არსებობს საშიშროება, რომ წყალმა ამ სოფლების დამაკავშირებელი გზაც მოშალოს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელის დიმიტრი ბერიძის განცხადებით, ტექნიკა უკვე მუშაობს, რომ სამი სოფელი ტაძრისი, საკირე და დგვარი მუნიციპალიტეტს არ მოწყდეს.

Information

This entry was posted on 04/06/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე