”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ელოდებიან

sportis ministri    დღეს ახალციხეში მესხეთის საერთაშორის საფეხბურთო ფესტივალის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრება. ფესტივალი მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება.

მასში საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდული გუნდები ჩაერთვებიან.

მესხეთის საერთაშორისო ფესტივალი მუნიციპალიტეტში უკვე მეორე წელია იმართება.  ფესტივალის დირექტორის განმარტებით, შარშანდელთან შედარებით წელს სპორტული ღონისძიების მასშტაბები გაიზარდა.  ფესტივალი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა დააფინანსა. მისი მხარდამჭერი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა.

მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი 7 ივნისს დაიხურება. გამარჯვებულები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან.

Information

This entry was posted on 04/06/2014 by in სპორტი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე