ახალციხეში ,,მასწავლებლის სახლის“ ფილიალი გაიხსნება– ამასთან დაკავშირებით ქალაქში ტერიტორია უკვე გამოიყო. ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობითა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ძველი გამგეობის შენობის მიმდებარე ტეირტორია, სკვერთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს უზუფრუქტის ფორმით გადაეცემა. როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, ,,მასწავლებლის სახლი“ თანამედროვე ტიპის შენობა იქნება, რომელიც ქალაქის საერთო ფასადის შესამაბისად გაკეთდება.