როგორ გაიყოფა ქონება ორი თვითმმართველი ერთეულის ჩამოყალიბებისას – ამ საკითხზე დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა იმსჯელეს. სხდომას რეგიონული განვითარებსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ, რომლებმაც ადგილობრივ საკრებულოს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისი მითითებები გააცნეს.