”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბესიკ ბლიაძის სასამართლო პროცესზე ერთი მოწმე დაიკითხა


anonsi 3 ivnisi.avi_000026400
   ახალციხის რაიონულ სასამართლოში,  მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის სასამათლო სხდომა გაიმართა. პროკურატურამ დღეს მხოლოდ ერთი მოწმე წარმოადგინა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კადრებისა და საქმის წარმოების ყოფილმა სპეციალისტმა ეკა ტატალაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ გამგეობაში ყველა საქმე ბესიკ ბლიაძის დავალებით კეთდებოდა. დოკუმენტები კი მხოლოდ იმიტომ შეინახა, რომ იცოდა ეს უკანონო ქმედება იყო.  ყალბი ოქმების პროკურატურისთვის წარდგენა მან ოჯახის წევრებთან კონსულტაციით, მხოლოდ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გადაწყვიტა.

ბესიკ ბლიაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს კანონი არ დაურღვევია და დოკუმენტაცია არ გაუყალბებია. ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, ტატალაშვილის ჩვენებიდან საეჭვო ფაქტები ვლინდება.  მისივე თქმით, ის ფაქტი რომ დანარჩენი მოწმეები უკვე მეორე პროცესზე არ დაიკითხნენ, ეჭვს იწვევს, რომ პროკურატურა საქმეს ხელოვნურად აჭიანურებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის შემდეგი სასამართლო განხილვა 24 ივნისს 15: 00  საათისთვის ჩაინიშნა, სადაც დანარჩენი მოწმეებიც დაიკითხებიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს, ბესიკ ბლიაძე ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით იყო დაბარებული. თუმცა გამოძიებამ  მას ბრალი 341 მუხლით  წაუყენა , რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს. 26 მარტს კი სასამართლომ  მას გირაოს სახით 4 000 ლარი შეუფარდა და თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალციხის ყოფილ გამგებელს  სასჯელის სახით ჯარიმა  ან  2–იდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა  ემუქრება.

Information

This entry was posted on 03/06/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე