ანდრიაწმინდის რწმუნებულის პოსტზე მიხეილ ინასარიძე დაინიშნა
ანდრიაწმინდის ტერიტორიულ გაერთიანებას ახალი რწმუნებული ჰყავს, ამის შესახებ ცნობილი დღეს გამგეობის ყოველკვირეულ თათბირზე გახდა. გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა ქალაქსა და სოფლებში არსებული მდგომარეობა განიხილეს.