2014 სასწავლო წლისთვის, საქართველოში რამდენიმე ასეული სკოლა გარემონტდება და ახალი სკოლები აშენდება – ეს განცხადება თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა.
2014 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება: თბილისში 43 სკოლას და სამ პროფესიულ სასწავლებელს. შიდა ქართლში -24 საჯარო სკოლას, ქვემო ქართლში – 34 – ს, მცხეთა-მთიანეთში – 6 ს– ს, კახეთში – 21 – ს, სამცხე ჯავახეთში – 28 საჯარო სკოლას და ერთ პროფესიულ სასწავლებელს, იმერეთში – 78 საჯარო სკოლას, გურიაში – 18–ს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -11საჯარო სკოლას და სამ პროფესიულ სასწავლებელს, სამეგრელო, ზემო სვანეთი/აფხაზეთში – 56 საჯარო სკოლას და სამ პროფესიულ სასწავლებელს.
თამარ სანიკიძის განცხადებით, პროფესიული სასწავლებელების სრული რეაბილიტიაცია მოხდება – დაწყებული შენობიდან, ინვენტარით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით დამთავრებული.
სკოლების რეაბილიტაციის გარდა , 2014 წელს 7 სკოლის მშენებლობა დაიწყება: გურიაში – 2, იმერეთში – ერთი, სამცხე-ჯავახეთში – ერთი, ხოლო თბილისში – 3 სკოლის.
2014 წელს საქართველოს მასშტაბით, საგანმანათლებლო დაწესებულეების რეაბილიტაციაზე დაახლოებით 37 542 777 ლარი დაიხარჯება. ასევე მოხდება 44 სკოლის გაზიფიცირება და 34 სკოლაში გათბობის ახალი სისტემა დამონტაჟდება.
წყარო: საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია.
You must be logged in to post a comment.