”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში მტკვრის დაცვის დღე აღინიშნა

სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებმა და პრობაციონერებმა მდინარის სანაპირო დაასუფთავეს. მათ პოლიეთილენის პარკები, ბოთლები და სხვა სახის მყარი ნარჩენები შეაგროვეს. როგორც ბიუროს უფროსი, სერგო გელაშვილი აღნიშნავს, მსგავსი აქცია შიდა ქართლში, თბილისსა და ყველა იმ დასახლებაში გაიმართა, რომელიც მტკვრის ნაპირზე მდებარეობს. დღევანდელ აქციაში 10 პრობაციონერი და 4 პრობაციის ოფიცერი ჩერთო. 2 ივნისი მტკვრის დღეს 1999 წელს გამოცხადდა. მას, როგორ საქართველო, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანიც აღნიშნავენ.

 

Information

This entry was posted on 02/06/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე