ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლის შედეგად ორსართულიანი შენობის ერთი ოთახი მთლიანად დაიწვა.
ხანძარმა ასევე სახურავი და ავეჯი დააზიანა.
ადგილზე მობილიზებული იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა, რომლებსაც დახმარებას აბასთუმნის ეკიპაჟი უწევდა.
ადიგენის სახანძრო–სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შენობაში ცეცხლი ელექტროენერგიის გამო გაჩნდა.
როგორც მაშველები ამბობენ, ინფორმაცია მათთან 15 :20 საათზე შევიდა, რის შემდეგაც სამაშველო სამსახური ადგილზე გამოცხადდა. ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
You must be logged in to post a comment.