ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ქალაქის ცენტრალურ სკვერში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და აქციები გაიმართა. პატარებისათვის ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა რამდენიმე ნომერი შეასრულეს. ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა აქცია გამართა და დღესასწაულთან დაკავშირებით ბავშვებს ნაყინებით გაუმასპინძლდა.