პირველ ივნისს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახური პატარებს ნაყინით გაუმასპინძლდება. ბავშვთა საერთაშორისო დღეს აქცია ახალციხის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორაზე ჩატარდება. კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტის განმარტებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ღონისძიებების გამართვაც იგეგმებოდა, თუმცა სწავლის შეჩერების გამო, გეგმა ვეღარ განხორციელდება.