ოთხიდან შვიდ ივნისამდე ახალციხეში მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი გაიმართება. მასში საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდული გუნდები ჩაერთვებიან. ფესტივალი 4 ივნისს 14:00 საათზე ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნება.