”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აწყვიტის რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

1340718061_111111ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ აწყვიტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დაკავებულია.

ვალიკო ივანიძე სამართლადამცავებმა ქრთამის აღების ფაქტზე  აიყვანეს.

ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” ასპინძის შტ აბის  ფესიბუქის გვერდზე გავრცელდა, რასაც “მეცხრე არხთან” მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეც ადასტურებს.

რა სახით მოხდა აწყვიტის რწმუნებულის მხრიდან ქრთამის აღება,  ალიკა პაპაშვილი ვერ საუბრობს თუმცა, მისივე თქმით, 28 მაისს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლები იმყოფებონდნენ, რომლებმაც  რწმუნებულის დანიშვნის ბრძანება და სხვა დოკუმენტები წაიღეს.

საქართველოს სისახლის სამართლის კოდექსის, რომელი  მუხლით ედება ბრალი სოფელ აწყვიტის რწმუნებულს და რას ითვალისწინებს იგი, დეტალებს “მეცხრე არხი” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე