ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების ტაძრისის, წაღვერისა და ჭობისხევის მოსახლეობა ტყიდან ხის მოჭრის უფლებას ითხოვს. ისინი დღეს ჯერ ბორჯომის ცენტრში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მუნიციპალიტეტის გამგეობაში გადაინაცვლეს და ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ზამთარში საცხოვრებელი სახლების გასათბობად საშეშე მერქანიც არ აქვთ. სპეციალურად აქციის მონაწილეებთან შესახვედრად თბილისიდან ბორჯომში ჩავიდა სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.