”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პირველი სკოლის მოსწავლეები ავტოავარიაში მოყვნენ

20130830111057avaria   ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები 27 მაისს,  ღამით ავტოავარიაში მოყვნენ. დაახლოებით 23:00 საათზე მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც მოსწავლეების ისხდნენ, ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა. ერთ–ერთი მათგანი თბილისში გადაიყვანეს, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ამ დროისათვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

პირველი  სკოლის დირექტორის მაკა ჯანაშვილის თქმით, გუშინ მე–12 კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარი ჰქონდათ და  სწავლის დამთავრებას აღნიშნავდნენ.

შემთხვევას საპატრულო პოლიციის დეტარტამენტის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილება იძიებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე