54 წლის მერი აბულაძის მკვლელობაში ბრალდებულს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „ვინაიდან სხდომაზე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა არ ყოფილა წარმოდგენილი, გამოძიება სხვა კვალიფიკაციაზე ვერ იმსჯელებს, თუ არა განზრახ მკვლელობაზე“ – განმარტავს ადვოკატი. ნუგზარ სამარჯიშვილი დარწმუნებულია, ექსპერტიზა დაადგენს, რომ შემთხვევის მომეტში მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაბამისად, საქმეს სხვა კვალიფიკაცია მიენიჭება.