ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ტრენინგი გაიმართა, რომლის მთავარ მიზანს მათთვის პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების გაცნობა წარმოადგენს. შეხვედრის ორგანიზატორი „მეცხრე არხთან” განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის მსგავსი სახის ტრენინგების გამართვა აუცილებელია.