ასპინძის მუნიციპალიტეტში სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ოდენობა უკვე დათვლილია. როგორც გამგებლის მოადგილე “მეცხრე არხთან” განმარტავს ზარალის ოდენობამ 1 343 000 ლარი შეადგინა. ალექსანდრე პაპაშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ოქმები შედგება, რის შემდეგაც მონაცემები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ასპინძის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული უხვი ნალექის გამო მდინარე „ოთა“ კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სოფელ ოთასა და დაბა ასპინძაში საცხოვრებელი სახლები დატბორა, დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი, განაგურდა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები. ამავე დღეს სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა მუნიციპალიტეტის კიდევ შვიდი სოფელი.
You must be logged in to post a comment.