14 წლიანი მშენებლობის შემდეგ ზიკილიაში ტაძარი გაიხსნა
კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი ახალციხის მუნიციპალიტეტში – 22 მაისს სოფელ ზიკილიაში ამაღლების სახელობის ეკლესია გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ აღავლინა.