”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ჭობისხევის ტყეში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

sur    შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის ტყეში სახერხი ტექნიკის დემონტაჟის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ცემის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე დაიწყო გამოძიება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის ტყეში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო სამსახურმა უკანონო სახერხი საამქრო და უნებართვოდ მოჭრილი მორებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინა. სატყეო სამსახურის თანამშრომლების და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სახერხი ტექნიკის დემონტაჟი დაიწყეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან აგრესია და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც სიტუაცია განმუხტეს. ინციდენტის შედეგად დაზიანდა სატყეო სამსახურის კუთვნილი ავტომობილი.
გამოძიება ცემის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 125-ე და 187-ე მუხლებით).

Information

This entry was posted on 22/05/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე