ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის ტყეში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო სამსახურმა უკანონო სახერხი საამქრო და უნებართვოდ მოჭრილი მორებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინა. სატყეო სამსახურის თანამშრომლების და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სახერხი ტექნიკის დემონტაჟი დაიწყეს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.