სოფელ უდეში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ავთანდილ ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ავთანდილ ხ-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, ნასესხი ფულის გადაუხდელობის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 1960 წელს დაბადებულ მერი ა-ს ცივი იარაღით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.
გაუზიარე ეს მასალა სხვებს:
You must be logged in to post a comment.