ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების საბოლოო ანგარიში წარმოადგინა. შემაჯამებელ ღონისძიენაზე ორგანიზაციამ 2010 – დან 2014 წლის ჩათვლით გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია მოაწყო. ამ ხნის მანძილზე სამცხე-ჯავახეთში პროექტი 4 მიმართულებით ფუნქციონირებდა. სოციალური მედია, ნასწავლის პრაქტიკაში განხორციელება, მცირე გრანტებისა და სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული კუთხით პროექტი რეგიონის ექვსივე მუნიციპალტეტში მიმდინარეობდა.