დაწესებულებებს შორის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სასპორტო სკოლისა და ქალაქ ახალციხის მოყვარულთა ჯგუფის ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრის შემდეგ ანგარიშით 8:5 გამარჯვება სასპორტო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ტურნირი ახალციხის მუნიციპლაიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.