ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადიგენის #38–ე საარჩევნო ოლქში 18 საარჩევნო უბანი გაიხსნა, რომლებიც საუბნო კომისიის წევრებით უკვე დაკომპლექტებულია. #39–ე ასპინძის საარჩევნო ოლქში კი სულ 23 უბანია, თუმცა ყველა მათგანს საბოლოოდ დასაკომპლექტებლად თითო წევრი აკლია. როგორც ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, როსტომ მაგრაქველიძე განმარტავს, ფრაქცია ,,ეროვნულ ფორუმს“ საკუთარი წარმომადგენლები უბნებზე ამ დრომდე არ დაუნიშნია.
რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფებს, ადიგენში ამ დრიოსათვის 7 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული:
არლის #3 თემში – ოქროპირ ჩილინგარაშვილი;
მოხის #11 მაჟორიტარულ ოლქში – თემურ მიქელაძე;
#15 ჭეჭლის თემში – თეიმურაზ შავაძე;
#4 ბენარის თემში ტარიელ გორგოძე;
#6 გორგულის მაჟორიტარულ ოლქში – ზურაბ ტაბიძე;
#2 დაბა აბასთუმნის ოლქში კი პაატა მჭედლიშვილი და გულნაზ ნატრიაშვილი იყრიან კენჭს.
რაც შეეხება ასპინძას, აქ ამ დრიოსათვის აქ 9 დეპუტატობის კანდიდატია დარეგისტრირებული:
ნაქალაქევის #9–ე თემში – ბადრი მაღრაძე, დომენტი ზაზაძე და ვლადიმერ ქამაშიძე;
ოთის #12 ოლქში – ბექა შეშაბერიძე;
იდუმალის #7 თემში – თამაზ გიგაშვილი და ლეილა ბერაძე;
სოფელ რუსთავის #15 თემში – მერაბ ველიჯანაშვილი;
ვარგავის #5 ოლქში – ზვიად ზარიძე;
აწყვიტის #3 თემში კი ნოდარ ველიჯანაშვილი კენჭს მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდიდატებად იყრიან.
You must be logged in to post a comment.