არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ-მესხთა კავშირმა” დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიცია შეიტანა. მას ხელს ახალციხეში რეგისტრირებული 529 პირი აწერს, ისინი ორგანიზაციის მიერ ადგილობრვი თვითმმართველობაში წარდგენილი დადგენილების განხილვას მოითხოვენ. დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატების მიერ საკუთარი მუშაობის შესახებ ამომრჩეველთან ანგარიშის წარდგენას ითვალისწინებს.