ასპინძის მუნიციპალიტეტში სტიქიისაგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო. ადგილობრივ თვითმართველობაში დღეს ოთხი სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის კუთხით მიყენებული ზარალის ოდენობას შეიწავლის. როგორც “მეცხრე არხთან” გამგებლის მოადგილე განმარტავს, თითოეული ჯგუფი ათამდე კაცისაგან შედგება, მათ უკვე დაიწყეს მუშაობა და ზარალის ზუსტი ოდენობა ცნობილი კვირის ბოლომდე იქნება.