”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძაში ზარალს სამინისტროს წარმომადგენლებიც ითვლიან

10346670_679425832119270_1253025731_n    ასპინძის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს გამგეობაში შექმნილ სპეციალურ კომისიასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებიც ითვლიან. მათთან ერთად ზარალის შესასწავლად იმყოფებოდა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძეც. სამინისტროს წარმომადგენლები იკვლევენ თუ რა ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში, ხოლო გამგეობის კომისია სოფლის მეურნეობის კუთხით მიყენებულ ზარალს სწავლობს.

გამგებლის მოადგილის განმარტებით, დღეს მათ სოფლისათვის მიყენებული ზიანი სოფელ ოთაში შეისწავლეს. ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, ჯერ ხარჯთაღრიცხვები  უნდა შედგეს, რის შემდეგად ზარალის ოდენობა გაირკვევა.

“სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ცნობილი მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება” – აღნიშნავს ალექსანდრე პაპაშვილი.

შეგახსენებთ რომ სტიქიამ 12 მაისს დაბა ასპინძა და მიმდებარე სოფლები დააზიანა. უხვი ნალექის გამო ასპინძაში მდინარე ოთა ადიდა და 30–მდე საცხოვრებელი სახლი დატბორა. სტიქიის შედეგად სოფლებში დახოცილია შინაური ცხოველები და ფრინველები. წყალდიდობისგან ამორტიზებულია ასპინძის ცენტრში საავტომობილო გზის საფარი.

Information

This entry was posted on 14/05/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე