ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ახალციხის მუნიციპალიტეტში. სოფელ მუსხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა. დღეიდან 40 აღსაზრდელი სკოლაში მისვლამდე სხვადასხა უნარჩვევებს დაეუფლება. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება არასამთავრობო ორგანიზაცია mercy corps–ს და ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით მოხდა.