”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვალეს საბაჟოზე აკრძალული მედიკამენტები შემოიტანეს

  111111111111111ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 12 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა 5 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი KOLDAX (diphenhydramine, pseudoephedrine) და 8 აბი Acetaminophen-codeine აღმოაჩინეს   ირანის მოქალაქე  ა.ფ.-ის ბარგში. ეს საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს.

  ნარკოტიკული ნივთიერების  შემცველი პრეპარატი DIPHENOXYLATE – 15 აბი და GOLD STOP – 15 აბი აღმოაჩინეს მებაჟე ოფიცრებმა ასევე ირანის მოქალაქე ა.მ.-ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად.
  ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატი APIREKS pseudoefedrini – 11 აბი და COLD STOP pseudoefedrini – 10 აბი  აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე ო.მ.-ის კუთვნილ ბარგშიც, ხოლო  თურქეთის მოქალაქე ა.ა.-ს დათვალიერების შედეგად ფსიქოტროპული ნივთიერების  შემცველი პრეპარატი  APIREKS (pseudoefedrini) – 15 აბი აღმოუჩინეს.
სამივე საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შსს საპატრულო პოლიციას.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე