ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სტიქიის შედეგების დამთვლელი კომისიის სხდომა, ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც გამგებლის მოადგილემ “მეცხრე არხს” განუცხადა, სპეციალური კომისია სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს დაითვლის.
ალიკა პაპაშვილის თქმით, დაბაში დილიდან მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს. ამ პროცესში ჩართულია სამაშველო სამსახურიც.
დაბა ასპინძაში სტიქიას პრობლემები არ შეუქმნია ელექტროენერგიისათვის, თუმცა დენი ამდრომდე მუნიციპალიტეტის სამ სოფელს, ტოლოშს, საროსა და ხიზაბავრას არ მიეწოდება . “ენერგო–პრო–ჯორჯიას” ასპინძის მომსახურების ცენტრის მენეჯერი “ექოსთან” განმარტავს, რომ ელექტრო სადენები დაზიანდა, რის გამოც სოფლებს ელექტროენერგია მთელი ღამის განმავლობაში შეფერხებით მიეწოდებოდა.
მერაბ ბერიძის თქმით, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია სრული დატვირთვით ერთ საათში აღდგება.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს მოსულმა უხვმა ნალექმა, ასპინძის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა საცხოვრებელი სახლები დატბორა და რამდენიმე მათგანს ფუნდამეტი გამოაცალა. დაბაში განადგურებულია სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, დახოცილია შინაური ფრინველი.
You must be logged in to post a comment.