,,ქალები წარსულიდან” – ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეში მოღვაწე ქართველი აქტიური ქალბატონების შესახებ ფოტო გამოფენა გაიმართა. როგორც ორგანიზატორებმა „მეცხრე არხთან” განმარტეს, გამოფენის მიზანს ისტორიული მაგალითების საფუძველზე პოლიტიკურად აქტიური ქალბატონების წახალისება წარმოადგენდა.