ფაშიზმზე გამარჯვების დღე ახალციხეში – დილიდან 9 მაისის მემორიალთან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები შეიკრიბნენ. ახალციხის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მათთვის ღონისძიება მოეწყო. ვეტერანებს თარიღი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. გარდა ამისა, 32 ვეტერანს საჩუქრად ფულადი თანხა გადაეცა.